Accentnews.ge
"ვერც ერთი პრემიერი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს, მიაღწიოს საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების მიზანს"

"ვერც ერთი პრემიერი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს, მიაღწიოს საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების მიზანს"

24/02/2021 05:50:11 პოლიტიკა

„გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარის ჯონათან კაცის განცხადებით, ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების მიზანს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა

„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი შეშფოთების უდიდესი საგანი იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, პოლარიზაცია. ვფიქრობ, ეს ნიშნავდა იმას, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი ძალადობა. ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება ჰქვია და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირება“, - აცხადებს ჯონათან კაცი.

როგორც იგი აღნიშნავს, "მმართველმა პარტიამ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს ხელისუფლების წამყვან პოზიციებზე პირები, რადგან ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ აღიქმება ის ქვეყნის შიგნით და გარეთაც".

მისი თქმით, უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება იმის განსასაზღვრად, თუ როგორ წარიმართება საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესი.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოხდება შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ტემპერატურის დასაწევად და იმ სიტუაციასთან დასაბრუნებლად, სადაც დისკუსია და წინ მიმავალი გზის ძიება ხდება“, - აცხადებს მკვლევარი.

მისივე შეფასებით, ის, რაც საქართველოში ხდება, უკან გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული.

„როდესაც საქართველოში ამის მსგავსი ინციდენტები ხდება, ქართული მხრიდან უნდა ვნახოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ აღდგეს რწმენა იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, რომ მას სურს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ის, რაც ხდება, არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული. და ეს მხოლოდ აძლიერებს იმ მავნე აქტორების არგუმენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ალტერნატიული გზა [მომავალი] სწორედ ისე გამოიყურება, რასაც ახლა ხედავთ რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, რომლებშიც არ ყოფილა პროგრესი“, - აცხადებს ჯონათან კაცი.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტურმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S