Accentnews.ge
"პრემიერს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავება"

"პრემიერს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავება"

24/02/2021 06:08:10 პოლიტიკა

ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა მხარემ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავება და პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,”- წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტურმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S