Accentnews.ge
საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე "ოცნების" სამიზნე ომბუდსმენი გახდა

საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე "ოცნების" სამიზნე ომბუდსმენი გახდა

24/02/2021 08:03:03 პოლიტიკა

ენმ–ის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერიაციასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული პოზიციის გამო საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. მსგავსი კრიტიკული ტონის გამოყენებას მოერიდნენ საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკის შეფასებისას, ომბუდსმენს კი უწოდეს „ნაცდამცველი“, „არაკომპეტენტური“.

“სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში ანგარიშით უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე. მას მოუწევს, პასუხის გაცემა კითხვაზე: რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული? მაშინ როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა, იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რაც დღეს განხორციელდა, დაზიანებების, რისკების მაქსიმალური დაზღვევით. რაც შეეხება სახალხო დამცველს მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. თავისი სამართლებრივი არგუმენტებით და მისი განცხადების მოტივთან დაკავშირებით. ჩვენ მას ამ კითხვებს საქართველოს პარლამენტში დავუსვამთ. ამ კითხვებს ვერავინ გაექცევა, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ კი ომბუდსმენს „რჩევა“ მისცა:

„პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ლომჯარიას ნაცდამცველი უწოდა: "სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც აბსოლუტურად, მთელი ცხოვრების მანძილზე, ვერ ჩამოიშორებს აი, ამ შეფასებას. ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება".

ლომჯარიას განცხადებებს Facebook-ზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე და ომბუდსმენს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი უწოდა.

„კანონს დასვენების დღეები არ აქვს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ე.წ. მეამბოხე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, რომელიც გამოირჩევა ხისტი განცხადებებით, სახალხო დამცველს პირველი არხის ეთერში არაკომპეტენტური უწოდა:

"მზად ვარ, ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთო კომენტარები ქალბატონ ნათია მეზვრიშვილის განცხადებებზე, რადგან მას სერიოზულ, კომპეტენტურ ადამიანად მივიჩნევ, რასაც ვერ ვიტყვი სახალხო დამცველზე, რომელიც პოლიტიკოსების გარდა არც ერთ პატიმარს არ ხვდება".

მსგავსი შეტევა კი ომბუდსმენის შეფასებას მოჰყვა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება. გარდა ამისა, ლომჯარიამ განაცხადა, რომ წიწაკის სპრეის დახურულ სივრცეში გამოყენება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.

კრიტიკას კი ომბუდსმენმა უპასუხა, რომ მოხარულია დაიცვას ისინი, ვისი დაცვაც მათ ასე ძალიან არ სურთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S