სამხარაძე საერთაშორისო კრიტიკას „რბილად“ აფასებს
24/02/2021 08:48:18 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, ეს ყველა ქვეყანაში შეშფოთების საფუძველი იქნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე არ იქცევიან, როგორც საქართველოში.
„კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ასე უხეშად და თავხედურად რომ არ იწვევდნენ კანონს, საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი, კონსტრუქციულობა და ამომრჩევლის ნების გათვალისწინება“, – განაცხადა სამხარაძემ.


