Accentnews.ge
რუსთავის N12 ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერების აქცია დასრულდა

რუსთავის N12 ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერების აქცია დასრულდა

24/02/2021 13:24:13 პოლიტიკა, საზოგადოება

რუსთავის N12 ციხესთან ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერების აქცია დასრულდა. მელიას გასამხნევებლად მხარდამჭერები თბილისიდან რამდენიმე ათეული მანქანით ჩავიდნენ. ისინი სკანდირებდნენ: "თავისუფლება ნიკა მელას". ჩართეს საქართველოს ჰიმნიც. მხარდაჭერების თქმით, ისინი ნიკა მელიას განთავისუფლებას მოითხოვენ.

"ვაპროტესტებთ უკანონობას და უსამართლობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, როცა ქვეყანაში ერთ ადამიანს ეკუთვნის ყველა ინსტიტუტი და როცა უნდა, მაშინ გაასამართლებს. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე ნიშნული ამ ქვეყნისთვის. ამიტომ, იმედია, გაიგებს ჩვენს ხმას აქედან". - განაცხადა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ნიკა მელიას პატიმრობა, ისევე, როგორც გიორგი რურუასი, მალე დასრულდება. დასრულდება ან ივანიშვილის მმართელობის პირობებში, ან ივანიშვილის მმართველობა დასრულდება მალე. წლების განმავლობაში საქართველოს ნაშენები რეპუტაცია ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა სასწორზე შეაგდეს ასე უპასუხისმგებლოდ და პრაქტიკულად, დაანგრიეს. გვინდა, ადამიანურად გავამხნევოთ ჩვენი მეგობარი და სიმტკიცე ვუსურვოთ. ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს". - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის: 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S