საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

25-02-2021 00:08:22 პოლიტიკა

25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა: რუსეთის წითელი არმია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს, 12:00 საათზე თბილისი დაეცა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დროს შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა. მათთან ერთად დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი მარო მაყაშვილი. ისინი რუსთაველის გამზირზე, დღევანდელ პარლამენტის შენობასთან დაკრძალეს. 23 თებერვალი მათი ხსოვნის დღეა.

ამ მოვლენას საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია უძღოდა წინ: საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს: 1920 წლის 24 სექტემბერს - გერმანიმ; 1921 წლის 27 იანვარს - ბელგიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ; 1921 წლის 28 იანვარს - პოლონეთმა; 1921 წლის 17 თებერვალს - ავსტრიამ; 1921 წლის 18 თებერვალს - რუმინეთმა; 1921 წლის 23 თებერვალს - ლუქსემბურგმა; 1921 წლის 14 აპრილს - მექსიკამ.

საერთაშორისო ცნობა გაგრძელდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები