Accentnews.ge
ბრიტანელი მინისტრი: "ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს"

ბრიტანელი მინისტრი: "ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს"

25/02/2021 05:52:37 პოლიტიკა

"ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს", – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში უენდი მორტონი „ტვიტერში“ პირად გვერდზე წერს

„დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს დავაფიქსირე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს. ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ უთანხმოება მოგვარდეს", - წერს უენდი მორტონი.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტურმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S