Accentnews.ge
"ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება. მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული"

"ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება. მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული"

25/02/2021 06:13:40 პოლიტიკა

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას არ ეთანხმება.

მისი თქმით, "გაღატაკებულ ქვეყანას არ სჭირდება დამატებით ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა".

"კატეგროიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას კულტურის კომიტეტი პარლამენტში, ეს ხარჯებს გაზრდის და გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირდება დამატებით ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა. რა საჭიროა ცალკე კომიტეტი ან ცალკე სამინისტრო?! ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე ყურადღება კულტურაში დასაქმებულ ხალხს, ისე ვერ აქცევ? ეს არის აბსურდი და ამას მხარს არ დავუჭერ. ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან - მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული",- განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S