"სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა "
25/02/2021 06:42:12 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო სანქციები ინიცირებული არაა.
"სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან პარტნიორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მესმის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა დღეს მაქსიმალურად ცდილობს დააზიანოს საკუთარი ქვეყნის იმიჯი, მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლებას მიაყენოს ჩრდილი, მათ შორის, პარტნიორებთან, თუმცა მერწმუნეთ, რომ დასავლური საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონერის წერილებს ეყრდნობა. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ, მომდევნო დღეებშიც ინფორმაციას მივაწვდით. მათ კითხვები ჰქონდათ ამ სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდათ თუ რამდენად შესაძლებელია შეთანხმება, ჩვენ ყველა საკითხზე კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიოებთან“, - განაცხადა თალაკვაძემ.
23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.


