ამერიკელი სენატორი: "სამწუხაროა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვა"
25/02/2021 06:47:42 პოლიტიკა
"სამწუხაროა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვა",– ასე ეხმიანება ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
„სამწუხაროა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვა. პოლიტიკური უთანხმოება არასდროს უნდა გადაიჭრას ძალის გამოყენებით ან აგრესიით. როგორც ქართველი ხალხის მეგობარი, მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს“, – წერს სენატორი სოციალურ ქსელში.


