Accentnews.ge
სოჩა: "კონგრესი იწყებს ფიქრს იმაზე, რაც ჩვეულებრივ არ გვინდოდა. ისმის კითხვები სანქციების საკითხთან დაკავშირებით"

სოჩა: "კონგრესი იწყებს ფიქრს იმაზე, რაც ჩვეულებრივ არ გვინდოდა. ისმის კითხვები სანქციების საკითხთან დაკავშირებით"

25/02/2021 08:36:31 პოლიტიკა

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი კრის სოჩა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო "კონგრესში სანქციებთან დაკავშირებით კითხვები ისმის". ამის შესახებ სოჩამ "Пограничная zona"–ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შექმნილი ვითარების დეესკალაცია მოახდინოს. ამავდროულად, ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ კანონის უზენაესობის პატივისცემა ნიშნავს, რომ მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში, მაშინაც კი თუ შენ ეს ზოგჯერ არ მოგწონს. საქართველო კრიზისები არაერთხელ ყოფილა, თუმცა ამჟამად უფრო მეტი პოლარიზაციაა, უფრო მეტი დაყოფაა, ძალიან დიდი კითხვა არსებობს რუსულ ზეგავლენასთან დაკავშირებით. ვაშინგტონიდან ამ მზარდ დაყოფას ძალიან დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. კონგრესი იწყებს ფიქრს იმაზე, რაც ჩვეულებრივ არ გვინდოდა. ისმის კითხვები სანქციების საკითხთან დაკავშირებით", – აცხადებს სოჩა.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტურმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისა და დიპწარმომადგენლობების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S