Accentnews.ge
"მაინცდამაინც სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს და ასე გააგრძელებს ნახევრად ზომიერი განცხადებების კეთებას?"

"მაინცდამაინც სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს და ასე გააგრძელებს ნახევრად ზომიერი განცხადებების კეთებას?"

25/02/2021 10:23:39 პოლიტიკა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ "ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია ივანიშვილის ტირანული რეჟიმის შეფასებებში".

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს, დაივიწყოს, ტირანი ივანიშვილი რომ საფრანგეთის მოქალაქეა. მათი მოქალაქე იყო, საფრანგეთის კონკრეტულად, ცენტრალური აზიის იმპერატორი ბოკასა, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა კაციჭამია და რომელსაც მაცივარში უპოვეს ბავშვების ხორცი. მაინცდამაინც სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს, ვერ გავიგე და ასე გააგრძელებს ნახევრად ზომიერი განცხადებების კეთებას? მე არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია ივანიშვილის ტირანული რეჟიმის შეფასებებში", – აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტურმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისა და დიპწარმომადგენლობების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

იხილეთ ასევე: ევროკავშირი: "შექმნილი პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S