Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "25 თებერვალი გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის წინააღმდეგ"

აშშ–ის ელჩი: "25 თებერვალი გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის წინააღმდეგ"

25/02/2021 10:45:39 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავს ეხმიანება და აცხადებს, რომ დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში. [...] დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", -განაცხადა დეგნანმა.

​აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“ წაიკითხეს.

100 წლის წინ 25 თებერვალს საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია მოხდა. ამ დღეს თბილისის შემოგარენთან გმირულად დაიღუპნენ იუნკრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S