Accentnews.ge
კალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ და "კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი"

კალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ და "კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი"

25/02/2021 10:43:28 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ და "კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი".

მისივე თქმით, შეუძლებელია მხარეები "ტელევიზიებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს".

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. შესაბამისად, მათაც აქვთ სურვილი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც განსაკუთრებით, ბოლო წლებში იგრძნობა, გაგრძელდეს. არის მხარდაჭერა და მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება და პოლიტიკური დისკუსიის დაწყება მოვახერხოთ. სხვანაირად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, არის აუცილებელი. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში. თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხდებით, როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, შეუძლებელია დისტანციურად, ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ყველა ცივილურ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება პოლიტიკური კრიზისები. ამას შემდეგ სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბრები. ჩვენ არ ვითხოვთ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს, რაღაც არსებობს, პრინციპები სახელმწიფოებრივი, რასაც პატივისცემა სჭირდება, კანონს სჭირდება პატივისცემა. ამის ნათელი მაგალითი უნდა ვიყოთ ჩვენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა", - აცხადებს კალაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S