Accentnews.ge
"როდესაც დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა"

"როდესაც დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა"

25/02/2021 11:43:19 პოლიტიკა

"როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

„გვინდა, ამ ადგილას ის დღე გავიხსენოთ, როცა შემოდიოდა მე-11 არმია თბილისში რუსთაველის გამზირზე, ეს არის ყველასთვის ალბათ ძალიან მძიმე დღე. ამის შემდეგ საქართველომ გაიარა კიდევ უმძიმესი დღეები, იყო მარცხი, დამოუკიდებლობის დაკარგვა, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ასი წლის შემდეგ, ჩვენ ვართ გამარჯვებული, რადგან საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიები დავკარგეთ და დღესაც არის ოკუპირებული, ის, რომ სახელმწიფო დგას დამოუკიდებლად, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება. ვიცოდეთ და გვახსოვდეს რისთვის იბრძოდნენ, იბრძოდნენ საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად, საქართველოს ტერიტორიის დასაცავად, დამოუკიდებლობის დასაცავად, კანონის უზენაესობის დასაცავად, საზღვრებისთვის, ეს ყველაფერი არის ის, რაც მათ დაგვიტოვეს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი იბრძოდნენ ასევე საქართველოს ერთიანობისთვის, ერთსულოვნებისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება მათ მიმართ, რომ მხოლოდ ფორამალურად კი არ ვცეთ პატივი, პატივი ვცეთ ყველა იმ ღირებულებებს, რაც მათ აერთიანებდათ და დღესაც გვაერთიანებს. დღევანდელ დღეს, როცა სწორედ იუნკრებს, ამ ახალგაზრდებს პატივს ვცემთ აქ და მერე ყველა, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიებისთვის ნებისმიერ დროს, ამ ასი წლის განმავლობაში, უნდა ვთვლიდეთ, რომ უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა ვინმე დღეს ადარებს საქართველოს რუსეთს, ნავალნის საკითხებს. ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა პოლიტიკური ამბიციები იყოს, არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S