Accentnews.ge
"საქართველოს დამოუკიდებლობის მოფრთხილება პარტნიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად რჩება"

"საქართველოს დამოუკიდებლობის მოფრთხილება პარტნიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად რჩება"

25/02/2021 13:48:59 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის მოფრთხილება პარტნიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად რჩება".

"ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას 100 წლის წინანდელი მოვლენის გახსენებისას. ეს დღე არასდროს იქნება დავიწყებული. საქართველოს დამოუკიდებლობის მოფრთხილება და გაძლიერება ჩვენი მტკიცე პარტნიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად რჩება", -წერს ჰარცელი სოციალურ ქსელში.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოს დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S