Accentnews.ge
დონალდ ტუსკი: "მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს"

დონალდ ტუსკი: "მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს"

25/02/2021 15:13:59 პოლიტიკა

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი დონალდ ტუსკი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი შემაშფოთებელია.

"არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მხარდაჭერა პრო-ევროპული და დემოკრატიული ძალების მიმართ უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. უახლესი მოვლენები თბილისში - ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში", - წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S