Accentnews.ge
"პროკურატურა თავის მოქმედებებში თანმიმდევრულია"

"პროკურატურა თავის მოქმედებებში თანმიმდევრულია"

25/02/2021 16:10:14 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროკურატურამ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე დღევანდელი განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურა თანმიმდევრულია.

"ეს იყო გადაწყვეტილება, რომლიც კანონიდან გამომდინარეობდა, სხვა გზა პროკურატურას ვერ ექნებოდა, გარდა იმისა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის შეფარდება მოეთხოვა. პროკურატურა თანმიმდევრულია, მის მოქმედებებში, რადგან არც ერთ ეტაპზე, იმ პირობებში, თუ ნიკა მელია დაიცავდა გირაოს პირობებს და შეასრულებდა, მათ პატიმრობა არ მოუთხოვიათ. მოითხოვა მხოლოდ და მხოლოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მელია კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და უარი თქვა მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შესრულებაზე. დღესაც იმავეს ამბობს პროკურატურა! აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეა საუბარი და არა პატიმრობის პირობებში გირაოს პირობების შესრულებაზე. ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის: პროკურატურა ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების პირობას აყენებს. კერძოდ, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, თუ მელია სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, რომლის გადაუხდელობის გამოც მას პატიმრობა შეეფარდა, პროკურატურა მზადაა, სასამართლოს მიმართოს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, "ნიკა მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი".

"დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S