Accentnews.ge
"პროკურატურის განცხადება არაფერს ცვლის. ნიკა არის ძალიან მხნედ, თავისუფლებისთვის ბრძოლა იგივე რჩება"

"პროკურატურის განცხადება არაფერს ცვლის. ნიკა არის ძალიან მხნედ, თავისუფლებისთვის ბრძოლა იგივე რჩება"

25/02/2021 15:27:07 პოლიტიკა

"პროკურატურის განცხადება არაფერს ცვლის. ნიკა მელიას გადაწყვეტილება რჩება იგივე", – ასე ეხმიანება ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პროკურატურის დღევანდელ განცხადებას.

"მოვისმინეთ აბსურდული და სხვათა შორის, ხაზი მინდა გავუსვა, შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ემსახურება. პროკურატურის ეს განცხადება, ემსახურებოდა იმას, რომ ნიკამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით თავისუფლება მიიღოს. ამიტომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე. ნიკა არის ძალიან მხნედ და ის არასოდეს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის: პროკურატურა ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების პირობას აყენებს. კერძოდ, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, თუ მელია სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, რომლის გადაუხდელობის გამოც მას პატიმრობა შეეფარდა, პროკურატურა მზადაა, სასამართლოს მიმართოს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, "ნიკა მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი".

"დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S