Accentnews.ge
"დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ"

"დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ"

25/02/2021 18:00:38 პოლიტიკა

"დიალოგს ალტერნატივა არ აქვს მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ რომ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება პასუხისმგებლობა ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ.

"უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა. ესაა ის, რომ ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ანუ იქ, სადაც ვიყავით ჩვენ არსად წავსულვართ. მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და არ იყოს შეფერხება ვინმეს პროვოკაციული მოქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური და დემოკრატიული განვითარება ქვეყანამ განაგრძოს", - განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S