Accentnews.ge
"ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული დარღვევით აშენდა"

"ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული დარღვევით აშენდა"

25/02/2021 18:33:41 პოლიტიკა

"ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული დარღვევით აშენდა", – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება მერიასთან ერთად შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს თავის დროზე გარკვეული დარღვევებით აშენებულ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებას.

„საუბარი შეეხებოდა სამშენებლო ამნისტიას, რომელიც არის ძალიან პოზიტიური ამბავი თბილისელებისთვის, იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი ელოდებოდა ასეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მერიასთან ერთად შევიმუშავეთ კანონპროექტი - ამინისტირებული იქნება ის შენობები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული დარღვევით აშენდა, მაგრამ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების პირობებს და ელემენტარულ პირობებს, რამაც არ უნდა შეუქმნას მოსახლეობას და იქ მცხოვრებლებს პრობლემა. ასევე ჯარიმების მოხსნაზეა საუბარი. ამ კანონის ამოქმედებიდან ათიათასობით მოქალაქეს თბილისში, რომლებიც ასეთ კორპუსებსა და შენობებში ცხოვრობენ, ექნებათ საშუალება, რომ უკვე დაირეგისტრირონ თავისი საცხოვრებელი ფართები, ექსპლუატაციაში მიიღონ საცხოვრებელი ბინები. კანონიერად და ოფიციალურად იქნებიან აბონენტებად აყვანილები და ა.შ. ეს არის ძალიან პოზიტიური კანონპროექტი“, - აცხადებს მდინარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S