Accentnews.ge
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა

25/02/2021 20:06:48 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა.

როგორც ევროპული საბჭოს​ პრეს-რელიზშია აღნიშნული, იშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს.

"ვიზიტი კიშინიოვში დაიწყება, სადაც შარლ მიშელი პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება. შემდეგ კი საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ამასთან, იგი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს", – ნათქვამია პრეს-რელიზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S