Accentnews.ge
ოპოზიციასთან განხეთქილების მიუხედავად, აქციას რაქვიაშვილიც შეუერთდება

ოპოზიციასთან განხეთქილების მიუხედავად, აქციას რაქვიაშვილიც შეუერთდება

26/02/2021 06:11:28 პოლიტიკა

ოპოზიციასთან განხეთქილების მიუხედავად, ოპოზიციის მიერ დღეისთვის დაანონსებულ აქციას "გირჩის" ერთ–ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილის შეუერთდება.

დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიქნები. მე მივალ აქციაზე და სხვებიც თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას",– განაცხადა რაქვიაშვილმა.

დღეს თბილისში ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ფეხით მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება. შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა, ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, დღეიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. მისივე თქმით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის დერეფნების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს. მთავარი მოთხოვნები ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S