Accentnews.ge
პარლამენტში პოლიციასთან ერთად, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადების განსაკუთრებული მობილიზებაა [ფოტო]

პარლამენტში პოლიციასთან ერთად, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადების განსაკუთრებული მობილიზებაა [ფოტო]

26/02/2021 07:15:26 პოლიტიკა

საქართველოს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე თავმოყრილია რამდენიმე ათეული პოლიციელი. გარდა ამისა, ადგილზე უკვე მობილიზებულნი არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას უკავშირდება მსგავსი მობილიზაცია. პასუხად „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ „არაფერი ხდება განსაკუთრებული“.

„პარლამენტი და საზოგადოება ელოდება იმას, რაც დღეს კომიტეტზე ხდება: პარლამენტი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს, რომ ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება უკეთესი გახდეს. განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ვიცით, პარლამენტი მიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტია. განსაკუთრებული არაფერი ხდება, რაც სხვა დროს არ შეინიშნება. არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არაა“,– განაცხადა დეპუტატმა.

დღეს თბილისში ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ფეხით მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება. შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა, ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, დღეიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. მისივე თქმით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის დერეფნების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს. მთავარი მოთხოვნები ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S