Accentnews.ge
მეგრელიშვილი: „იდეურად ვუერთდები ამ პროტესტს, რადგან ქვეყანაში სიგიჟე მოხდა“

მეგრელიშვილი: „იდეურად ვუერთდები ამ პროტესტს, რადგან ქვეყანაში სიგიჟე მოხდა“

26/02/2021 08:37:52 პოლიტიკა

იდეურად ვუერთდები ამ პროტესტს, რადგან სიგიჟე მოხდა ქვეყანაში,– ასე პასუხობს „გირჩის“ ერთ–ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი კითხვას, შეუერთდება თუ არა ოპოზიციიის მიერ დღესთვის დაორგანიზებულ აქციას.

მისი თქმით, პროტესტი მსვლელობისას „გირჩის“ ოფისთანაც გაივლის და პარტიის რიგი წევრები ფიზიკურად შეუერთდებიან აქციას, თუმცა ეს არ მოხდება ორგანიზებულას.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებით სისულელე ჩაიდინა, რამაც ნორმალური საუბარიც კი შეუძლებელი გახადა:

„ვუერთდებით პროტესტს, რომ არ შეიძლება, ნორალურ ქვეყანაში ხელისუფლება მისთვის სასურველე ოპოზიციას არჩევდეს, იჭერდეს ოპოზიციის ლიდერს, როდესაც სასამართლო არ გაქვს თავისუფალი. აქცია მოვა ჩვენს ოფისთან, ჩვენები ჩავლენ, მაგრამ ორგანიზებულად, რომ „გირჩი“ მივდივართ მათთან ერთად რაღაცეების საყვირლად, ეს არ იქნება: არ აქვს ოპოზიციას ჩვენთან ეს ურთიერთობა".

დღეს თბილისში ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ფეხით მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება. შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა, ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, დღეიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. მისივე თქმით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის დერეფნების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს. მთავარი მოთხოვნები ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S