ოპოზიციამ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა
26/02/2021 10:32:41 პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავსიუფლებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისათვის,– აცხადებენ ოპოზიციური პარტიები ერთოვლივ მიმართვაში და აღნიშნავენ, რომ ენმ–ის ოფისზე განხორციელებულმა შტურმა საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახდა.
კრიზისის განსამუხტვა და პროცესების მშიდობიან კალაპოტში დაბრუნება ოპოზიციას შემდეგი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში წარმოუდგენია:
- აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
- ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.
„ესაა საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება“,– აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები.
მათივე თქმით, „ახლა „ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არანაირ უკან დახევას, რეალურ ცვლილებებს არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მშვიდოაბიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით, ივანიშვილის იძულება შესაძლებელია“:
„ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი, მტკიცე, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი. ასევე თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქართველ ხალხის არჩევანისადმი. დღეს ჩვენ თავიუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს ვხედავთ „ქართული ოცნების“ თავზე“.


