პარლამენტის, კანცელარიის პიკეტირება, აქციები, მარში – ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა
26/02/2021 10:38:46 პოლიტიკა
ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა. ენმ–ის ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით გეგმა შემდეგია:
- 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება;
- 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება;
- 9 მარტს აქცია შსს–სთან;
- 11 მარტს აქციას სასამართლოსთან;
- 13 მარტს აქცია–მარში პარლამენტთან;
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დღეს საპროტესტო აქცია იმართება.
ოპოზიციამ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:
- პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
- ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი ამჟამად მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, საპროტესტო აქცია გარკვეული დროის განმავლობაში სწორედ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობის წინ დაბრუნდებიან. რუსთაველის გამზირზე უკვე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, სადაც ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, მოგვიანებით „თავისუფლების“ კონცერტი ჩატარდება.


