მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი პარლამენტთან დაბრუნდა: "გამოდით!"
26/02/2021 11:20:18 პოლიტიკა
შვილმოკლული მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი პარლამენტთან დაბრუნდა.
როგორც თავად მაჩალიკაშვილი აცხადებს, აგრელებს პროტესტს, რომელიც არც შეუწყვიტავს.
„პროტესტი გრძელდება! არ შეწყვეტილეა! ამასთან, სლიდარობას ვუცხადებ პოლიტპატიმრებს.
მე ვაპროტესტებ უსამართლო მოვლენებს, რომელიც ზღვარს გავიდა. ჩემი თხოვნაა ხალხისადმი, გამოვიდნენ გარეთ, გავაცილოთ ეს არაფრის მკეთებელი ხელისუფლება, რომელსაც არ შესწევს უნარი, მართოს ქვეყანა“,– განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილი წლებია, მისი ვაჟის მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ამ მოთხოვნით წელიწადზე მეტი ხნით, პარლამენტთან საპროტესტო კარავი იყო გაშლილი. ის მოითხოვდა პარლამენტისგან საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა უშედეგოდ.


