Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ გუშინდელ სხდომაზე სავარაუდოდ, შესაძლო სანქციებზეც ისაუბრეს

„ქართული ოცნების“ გუშინდელ სხდომაზე სავარაუდოდ, შესაძლო სანქციებზეც ისაუბრეს

26/02/2021 11:36:59 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გუშინდელ სხდომაზე სავარაუდოდ, შესაძლო სანქციებზეც ისაუბრეს. თუმცა საჯარო გამოსვლებში ამბობენ, რომ მოვლენათა მსგავს განვიტარებას არ პროგნოზირებენ.

„განვიხილეთ დღევამდელი სიტუაცია, მათ შორის – საერთაშორისო გამოხმაურებები. რაც შეეხება სანქციებს, არ ველით რაიმე განსაკუთრებულ გადაწყვეტილებას. რომ გითხრათ, რომ ხანგრძლივი განხილვები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, ასე არ ყოფილა“,– განუცხადა „ტვ პირველს“ სახელისუფლებო გუნდის ერთ–ერთმა ახალმა სახემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სწორი კომუნიკაციის პირობებში საერთაშორისო დამოკიდებულება შეიცვლება.

„სანქციებს ახსენებენ ჩვენი ოპონენტები, ცალკეული მკვლევარები, გარკვეული პოლიტიკოსები... მოკლევადით შესაძლოა, ასეთი აღქმები შეიქმნას (უცხოეთიდან დანახულ საქართველოს რაც შეეხება), თუმცა სწორი განმარტებების პირობებში, რა თქმა უნდა, ეს აღქმები შეიცვლება“.

ცნობისთვის: მწვავე საერთაშორისო კრიტიკა ენმ–ის ოფისში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებას და სპეცრაზმის მიერ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S