ანზორ მელია: "ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და ვერ შევეგუებით ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას"
26/02/2021 11:35:54 პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის აქციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია შეუერთდა. მისი თქმით, ქართველი ხალხი თავისუფლებისმოყვარეა და "ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას" ვერ შეეგუება.
"კაცი მთელი თვის განმავლობაში ამბობდა, რომ მე გირაოს გირაო არ გამიგია. ერთხელ გადაიხადა ნიკამ გირაო და ბინა იყო ჩადებული, რომელიც ერთ მინლიონამდე ღირს. 30 000 ლარად რომ იყო დაყადაღებული ეს ბინა, მისულიყვნენ და ეს თანხა გაეზარდათ და იქნებოდა ყველაფერი ნორმალურად. ეს არ გააკეთეს. ახლა გუშინ რომ გამოვიდნენ, რატომ იმასხარავებენ თავს? არ რცხვენიათ? არ ჰყავთ ერთი ნათელი სპეციალისტი, რომელსაც ტვინი აქვს და იტყვის? ე.ი ნიკა თუ გადაიხდის ამ გირაოს მაშინ სამშობლოს მოღალატე არ არის? მაშინ არ არის ორგანოზატორი პარლამენტის აღების და ეს ყველაფერი 40 000 ლარადაა შეფასებული? ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და ვერ შევეგუებით ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას, მეორეხარისხოვანი ხალხი არ ვართ", – აცხადებს ანზორ მელია.
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დღეს საპროტესტო აქცია იმართება.
ოპოზიციამ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:
- პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
- ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.


