დღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება
01/03/2021 04:03:38 პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქვეყნის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
იგი დღეს დილით შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პრესისთვის მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
აღნიშნულის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. იგი თბილისს 2 მარტს დატოვებს.


