Accentnews.ge
ჰარცელი – მიშელის ვიზიტზე: "ცხადი ნიშანია იმ ინტერესის, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ იჩენს"

ჰარცელი – მიშელის ვიზიტზე: "ცხადი ნიშანია იმ ინტერესის, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ იჩენს"

01/03/2021 06:14:23 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თბილისში ვიზიტი ცხადი ნიშანია იმ ინტერესისა, რასაც ევროკავშირი ქვეყნის მიმართ იჩენს.

"ეს ვიზიტი არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ჩვენი ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ. დატვირთული დღე იქნება, დაგეგმილია ბევრი შეხვედრა, რა თქმა უნდა, იქნება ყველა მხარესთან საუბრის ბევრი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით", -განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ მიშელი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. აღნიშნულის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. იგი თბილისს 2 მარტს დატოვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S