Accentnews.ge
ევრუპული საბჭოს პრეზიდენტი: "პოლიტიკური კრიზისი ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც"

ევრუპული საბჭოს პრეზიდენტი: "პოლიტიკური კრიზისი ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც"

01/03/2021 06:55:35 პოლიტიკა

ევრუპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის პირველივე ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ამის გამო.

ამასთან, მან პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

"ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დავიცვათ თქვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით რომ რეგიონია არის კომპლექსური, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ამბიციებს შედგეს რეფორმები, და ეს "კოვიდ–19"–ის მდგომარეობა რომელიც ყველას გვიტევს აქაც და მთელს მსოფლიოში, დავასტაბილუროთ. ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ სიტუაციის დეესკალაციისთვის. ჩვენი შეხვედრის დროს მე მოვუწოდებ პასუხისმგებელი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის. მე ასევე საშუალება მექნება შევხვდე და მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. მე ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიფს, ყველა მხარის ჩართულობას, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება მიიღოს ეს გამოწვევა, რათა კონსოლიდირება მოახდინოს დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში რაც ევროპასთან აქვს, არამედ, თავისი დემოკრატიის ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ქვეყანაში, რათა ადამიანების სურვილები განხორციელდეს, რაც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის", -განაცხადა მიშელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S