მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
01/03/2021 11:03:21 პოლიტიკა
სოფიო მდინარაძემ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „აქცენტს“ მდინარაძემ დაუდასტურა.
მდინარაძე ამბობს, რომ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე ოფიციალურად დღეს დატოვა.
როგორც მდინარაძე განმარტავს, იგი შს სამინისტროში გიორგი გახარიასთან ერთად მუშაობდა, მასთან ერთადვე განაგრძო საქმიანობა მთავრობის ადმინისტრაციაში და ვინაიდან გიორგი გახარია პრემიერ–მინისტრი აღარაა, პოზიცია თავადაც დატოვა.
ცნობისთვის: გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თანამდებობები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მოადგილემ დატოვეს.


