Accentnews.ge
"პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე"

"პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე"

01/03/2021 14:19:48 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადგა დრო, დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს და პროცესი ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეს.

მიშელის განცხადებით, პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

"ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის არის სანდო პარტნიორი და ჩვენ ვიზიარებთ იმ მთავარ ფასეულობას როგორიც არის დემოკრატია. მეორე მთავარი გზავნილია, რომ თქვენს გვერდით ვართ "კოვიდ–19"-თან ბრძოლაში, სადაც თქვენ რთული ვითარება გაგაჩნიათ. მესამე გზავნილი არის ის, რომ ახლა და აქ მე მაწუხებს გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი და არსებული პოლიტიზაცია. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები პოლიტიკური დიალოგისთვის. მე ყველას ვიწვევ რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და მე ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ძირითადი ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნეს მოგვარებული. ასევე მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები, ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველამხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, მისი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად დააკვირდეს არსებულ მდგომარეობას და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევაში დაეხმაროს ქვეყანას, რადგან კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების დასაძლევად.

"ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დარჩეს ერთგული, სხვა პარტნიორებთან ერთად პროცესში ჩაერთოს. იმედი მაქვს დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას და შეიძლება, ყველაფერი ვერ მოგაგვაროთ დღესვე, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული", – დასძინა მიშელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S