მიშელი: "ბრიუსელში საქართველოს პრემიერის მასპინძლობის სიამოვნება ორ კვირაში გვექნება"
01/03/2021 14:52:04 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორ კვირაში ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება. ასოცირების საბჭოს შეხვედრაა ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის", – აღნიშნა მიშელმა.
მანამდე, მან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას დღეს საღამოს მოლაპარაკებებზე იწვევს.
"მე ყველას ვიწვევ რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. იმედი მაქვს დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას და შეიძლება, ყველაფერი ვერ მოგაგვაროთ დღესვე, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული", განაცხადა მიშელმა.


