მიშელის მიერ ინიცირებული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება
01/03/2021 15:45:11 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
შეხვედრა 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიშელმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას დღეს საღამოს მოლაპარაკებებზე იწვევს.
"მე ყველას ვიწვევ რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. იმედი მაქვს დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას და შეიძლება, ყველაფერი ვერ მოგაგვაროთ დღესვე, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული", განაცხადა მიშელმა.


