„მექნება კონსულტაციები პოლიტსაბჭოსთან და ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით“

01-03-2021 22:47:17 პოლიტიკა

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგი გაგრძელდება.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს – ხელისუფლებას და ოპოზიციას. გვაქვს პრინციპული პოზიციები, რომელზეც ჩვენ გვაქვს არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგელისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები და, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხები. შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან. შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებას ვაცობებთ ჩვენს პოზიციას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რჩევა იყო, რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს. მე შეხვედრაზე განვაცხადე, რომ უნდა გამოვნახოთ საერთო იდეა, რომელიც ჩვენ ხალხს გააერთიანებს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება – საერთო ეროვნული კონსესუსი, ეროვნული თანხმობა რეალურ საკითხებზე და არა განსხვავებებზე, რომელიც შესაძლოა, გვქონდეს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას დღეს სიღარიბე, პანდემია აწუხებს და ამ საკითხების ირგვლივ გაერთიანებაა საჭირო:

„სწორედ ამ საკითხებზე კონცენტრირებაა საჭირო და გაერთიანება. დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ მზად ვართ, რომ დიალოგი გავაგრძელოთ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები