ჯაფარიძის თქმით, მოლაპარაკების საკითხებს 2 ახალი პუნქტი დაემატა

01-03-2021 23:57:45 პოლიტიკა

"გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ 6-პუნქტიან წინადადებაში, 2 ახალი პუნქტია.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩვენთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის შემდეგ წარმოგვიდგინა პუნქტები. ეს არის იგივე პუნქტები, რაც იყო ისედაც მოლაპარაკების მაგიდაზე, პლუს არის დამატებული ორი პუნქტი. ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ზოგადი ჩანაწერია, არაფერი კონკრეტული არ წერია, მეორე ეხება ძალაუფლების დანაწილებას, ზოგადი ჩანაწერია, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტს შიგნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებას ეხება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკება არის აქედან გამოსავალი. პოლიტპატიმრების საკითხი, ისევე როგორც ვადამდელი არჩევნების, რომელიც ასევე იყო მოლაპარაკების მაგიდაზე, დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. იმ ექვს პუნქტს შორის არის, რომელიც წარმოადგინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ეგ ნიშანვს, რომ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს, ნიშნავს, რომ თანახმანი არიან, რომ ვისაუბროთ. შემდეგი შეხვედრა არ ჩანიშნულა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები