ლიეტუვის პრეზიდენტი: "ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს"
02/03/2021 05:02:42 პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, "ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს".
"მხარს ვუჭერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მისიას საქართველოში. ახლა შუამავლობის დროა. ძალადობრივი პოლიტიკური კონფრონტაცია დიალოგად უნდა გარდაიქმნას. ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს!" - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 28 თებერვალს ეწვია. 1 მარტს იგი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი მისი მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.


