Accentnews.ge
"პიკეტირების მცდელობის სახით, პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ"

"პიკეტირების მცდელობის სახით, პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ"

02/03/2021 07:19:57 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას "დესტრუქციულ ქმედებას" უწოდებს.

მისი თქმით, პიკეტის მოწყობა იმ პირობის დარღვევაა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე დაიდო.

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შარლ მიშელი ყველა მხარეს არწმუნებდა, რომ უნდა გადასულიყო მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ფორმაში და დღეს ჩვენ ამის საპასუხოდ ვნახეთ მათი [ოპოზიციის] უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება. პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი. ეს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას ერთი მხრიდან", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესი ბოლომდე მიიყვანოს, რათა პოზიტიური შედეგი დაიდოს.

"ჩვენ, ამის მიუხედავად, მზად ვართ, ბოლომდე მივყვეთ მოლაპარაკების პროცესს, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დაიდოს პოზიტიური შედეგი. მაგრამ, თუ გაგრძელდება მათი მხრიდან დესტრუქცია და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც ვერ გადმოიდგმება, შეხების წერტილები იქნება ნაკლები. თუკი ისინი კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, რომ ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია მედიაციის წყალობით შეთანხმების მიღწევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებისა და დეპუტატებისთვის "სირცხვილის დერეფნების" მოწყობის მიზნით დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. შსს–ს ცნობით, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 7 პირი დააკავა. აქტივისტების თქმით, ისინი შეძახილების – "მონა", "გავრილოვის მონა!" გამო დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S