"დიდი ენერგია წაიღო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებმა. შარლ მიშელი შეეცადა, ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკებისთვის"
02/03/2021 08:03:34 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, დიდი ენერგია წაიღო მოლაპარაკებებმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
„შარლ მიშელმა 24 საათი გაატარა საქართველოში, ის ნამდვილად მოცული იყო ქვეყნით, დინამიკით სხვადასხვა კუთხით. ძალიან დიდი ენერგია წაიღო მოლაპარაკებებმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც. ის შეეცადა, ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის და როგორც იცით, მან შესთავაზა თავისი როლი პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.


