Accentnews.ge
შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

02/03/2021 07:23:18 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიშელის გაცილების ცერემონია გაიმართა. იგი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰერცელმა გააცილეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 28 თებერვალს ეწვია. 1 მარტს იგი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი მისი მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S