Accentnews.ge
პრემიერ–მინისტრმა ოპოზიციასთან მიმართებაში ტონი კვლავ შეცვალა

პრემიერ–მინისტრმა ოპოზიციასთან მიმართებაში ტონი კვლავ შეცვალა

02/03/2021 08:56:45 პოლიტიკა

ოპოზიციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანდასწრებით გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან მიმართებაში ტონი კვლავ შეცვალა: ამჯერად მან ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ პარლამენტთან გამართული აქცია გააკრიტიკა და ქმედებას დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, რომელიც მისი შეფასებით, კონკრეტული ჯგუფებისა და მტრული სახელმწიფოების ინტერესებს ემსახურება.

„აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა იყო ბატონი შარლ მიშელის მიერ ინიცირებული, რაზეც მე, რა თქმა უნდა, დაუყონებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში: ვნახეთ, დესტრუქციული ქმედება მათ გააგრძელეს. ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირების მცდელობას. რაც აბსოლუტურად სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა. მეტიც, ეს ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო, დესტრქუციული ქმედებებია, რაც არ ემსახურება არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ და მეც ჩემი მხრივ გადავდგი ეს ნაბიჯი და ჩვენი გუნდის სახელით სრული მზაობა დავაფიქსირე, რომ მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი გავაგრძელოთ და არ ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა და თუ სხვა – მტრული ქვეყნების ინტერესებს“,– განაცხადა საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S