ღარიბაშვილი მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხების თაობაზე საუბრობს
02/03/2021 09:00:37 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხების თაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არის "წითელი ხაზი" და მისი გამართვა გამორიცხულია".
რაც შეეხება ოპიზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა მელიას გამოშვება/არგამოშვების საკითხს, მისი თქმით, იგი "ხელისუფლება ვერ ჩაერევა კანონის აღსრულებაში".
"შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო. პირველი საკითხი შეეხებოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებას, ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ამასთან, ნიკა მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს თუ სურვილი აქვთ, თუ მართლა მათ ინტერესებში მელიას გამოყვანა, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს და დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და სანამ საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, იგი იყოს ციხიდან გამოყვანილი. მეორე საკითხი ეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეს მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო რეფორმა. ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. მესამე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს". – განაცხადა ღარიბაშვილმა.


