Accentnews.ge
ღარიბაშვილი ოპოზიციას კვლავ "დესტრუქციულ" და "კონსტრუქციულ" ნაწილებად ჰყოფს

ღარიბაშვილი ოპოზიციას კვლავ "დესტრუქციულ" და "კონსტრუქციულ" ნაწილებად ჰყოფს

02/03/2021 09:19:43 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას კვლავ "დესტრუქციულ" და "კონსტრუქციულ" ნაწილებად ჰყოფს.

ამჯერად მან ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ პარლამენტთან გამართული აქცია გააკრიტიკა და ქმედებას დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, რომელიც მისი შეფასებით, კონკრეტული ჯგუფებისა და მტრული სახელმწიფოების ინტერესებს ემსახურება.

მისივე თქმით, "ოცნების" გუნდი "ხალხის ინტერესების და არა რომელიმე პარტიების ახირების შესაბამისად მოქმედებს".

"თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისათვის შესაბამისი ფორმატი გავხსენით. მზარდ ვართ, გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი. მე ევროპული პრეზიდენტის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ აღნიშნული დიალოგი კონსტრუქციულ ნაწილთან ოპოზიციის გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S