„ოცნების“ დეპუტატი: „მოვიგონეთ, მოიგონა პროკურატურამ რაღაც, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს“
02/03/2021 10:09:35 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიცია დიალოგის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. ამასთან, მან პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიხსენა საფრანგეთის პრეზიდენტის წინააღდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნინა, რომ საფრანგეთში პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა, რადგან, მისი ვერსიით, ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პროკურატურა „იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას“:
„არავის გახარებია აქ, ჩემს კოლეგებს და მე, რომ ჩვენ იმუნიტეტი მოვუხსენით [ნიკა მელიას] და პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი, ხომ ვიცით, არა?! იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა რაღაცა პროკურატურამ რაღაც, იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს.ესაა ჩვენი არჩევნი, ჩვენი მიდგომა და ხელწერა მართველი პარტიის: კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი“.


