Accentnews.ge
ბურჯანაძე–ღარიბაშვილზე: „შარლ მიშელი ამ კომენტარით მინიმუმ, გაკვირვებული დარჩება“

ბურჯანაძე–ღარიბაშვილზე: „შარლ მიშელი ამ კომენტარით მინიმუმ, გაკვირვებული დარჩება“

02/03/2021 11:02:18 პოლიტიკა

„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, რომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღრაიბაშვილს ოპოზიციასთან შეხვედრაზე „წითელი ხაზი“ არ უხსენებია, ამიტომ, ის ფიქრობს,რომ ღრაიბაშვილის კომენტარით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გაკვირვებილი დარჩება.

„წუხელ მქონდა კოლეგებთან კომუნიკაია. გუშინ ბატონი მიშელის თანდასწრებით ბატონ ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები „წითელი ხაზია“. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ჩვენი უცხოელი პარტნიორი გაკვირვებული დარჩება ამ კომენტარით: უნდა ილაპარაკო ერთი და იგივე მედიატორის თანდასწრებითაც და მისი წასვლის შემდეგაც. ეს ელემენტარულია“,– განაცხადა ბურჯანაძემ ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომ „ვადამდელი არჩევნები „წითელი ხაზია“.

რაც შეეხება პოზიციის ცვლილებას, ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ „ალბათ, ბიძინა ივანიშვილს ცუდ ხასიათზე გაეღვიძა“.

მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება:

„პიკეტირება და ყველა დანარჩენი აქტიურობა, რომელიც კანონის ჩარჩოებშია, გაგრძელდება, რადგან დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ სანდრო არ არიან მოლაოპარაკებების პროცესში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S