Accentnews.ge
"მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ გახარიას“ – მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

"მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ გახარიას“ – მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

02/03/2021 14:07:33 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ გახარიას ნდობისა და იმ მუშაობისთვის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივად გავწიეთ", - აცხადებს აქიაშვილი "ფორმულასთან" და ახალ პრემიერს და მის ადმინისტრაციას საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ როგორც ცნობილია, ბოლო ორ კვირაში თანამდებობები დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S