„რიგგარეშე არჩევნებზე, პლებისციტზე, კონრეტულ მექანიზმზე, ვადებზე იყო საუბარი“ – ბაქრაძე ღარიბაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
02/03/2021 18:35:58 პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და პრემიერ –მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც რიგგარეშე არჩევნებზე, ისე მექანიზმსა და ვადებზე.ამ კონტექსტში ბაქრაძე ღარიბაშვილს და მმართველ გუნდს ტყუილში ადანაშაულებს:
“პირველი ტყუილი იყო, რომ იქ საუბარი არ იყო რიგგარეშე არჩევნებზე. ყველამ გამომსვლელმა ისაუბრა იქ რიგგარეშე არჩევნებზე. პლებისციტზეც იყო საუბარი, კონრეტულ მექანიზმზე, როგორ შეიძლება, მივიდეთ არჩევნებამდე და ვადებზე იყო საუბარი, როდის შეიძლება არჩევანი იყოს, როდის შეიძლება, პლებისციტი იყოს. იქ შეთანხმება შინაარსზე არ შემდგარა. ვერ ვიტყვი, რომ ამას ღარიბაშვილი დათანხმდა. ოღონდ ის, რომ საუბარი არ ყოფილა, არის ტყუილი. არა თუ თემა იყო ნახსენები, მექანიზმებზე, დროზე და ვადაზე იყო საუბარი არჩევნების. ისე როგორც პოლიტიკური პატიმრების, არათუ ნახსენები იყო გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი, ამით იწყებდა იქ ყველა გამომსვლელი და იყო კონკრეტული საუბარი მექანიზმებზე, როგორ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები”, – განაცხადა ბაქრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
როგორც ბაქრაძე ამბობს, თავად მიშელთან იყო შეთანხმებული, რომ შეჯერებული დოკუმენტის შინაარსი საჯარო იქნებოდა.
ამასთან, ბაქრაძე აღნინშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეხვედრის შედმეგ არ შედგენილა და ის შეხვედრაზე თავად შარლ მიშელმა მიიტანა:
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავისი დაწერილი დოკუმენტი დაგვირიგა იქ. დაწერილი დოკუმენტი მოგვიტანა, ამობეჭდილი დოკუმენტი მოიტანა. იმიტომ, რომ ეს არის ევროკავშირის ხედვა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხედვა, რა საკითხები უნდა გადაწყდეს იმისათვის, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან. ამიტომ, ადამიანა მოიტანა დოკუმენტი არა იმიტომ, რომ ჩვენ მერე ვახსენეთ ნიკა მელია და რიგგარეშე არჩევნები, თავიდანვე ეწერა. იმიტომ, რომ იმ ადამიანმა იცის, რომ თუ ამ საკითხებზე არ ვილაპარაკეთ და არ შევთანხმდით, კრიზისიდან ვერ გამოვალთ”.


